როგორ გავიხანგძლივოთ სექსი ? – სამედიცინო სექსოლოგია

სქესობრივი აქტის გახანგრძლივების ელემენტები – პრაქტიკის საფუძველზე მამაკაცს შეუძლია გამოყოს ერთმანეთისგან ორგაზმი და ეაკულაცია, განიცდის რა ერთს მეორის გარეშე. მამაკაცი ცდილობს, რაც შეიძლება დიდხანს შეიკავოს ეაკულაცია და გაახანგრძლივოს

სიამოვნება პროცესში, რომელიც ცნობილია, როგორც ბალანსირება ორგაზმის ზღვარზე, ან „ზღვარზე ყოფნა“. მთავარი რგოლი გახანგრძლივებულ სექსში, რომელიც ხშირად მუხლ-იდაყვის პოზიციაში სრულდება, არის ქალი და მამაკაცი. ისინი იღებენ სიამოვნებას სექსისგან ეაკულაციის გარეშე (ლათ. coitus sine ejaculatio seminis). ამის დანერგვა წყვილის ცხოვრებაში შეუძლია გამოცდილ მამაკაცს, მაგრამ გამონაკლისია დილა (როცა მამაკაცი ძალიან ადვილად იგზნება და ეაკულირებს სწრაფად) და დიდი ხნის განშორების შემდგომი სქესობრივი აქტი. ამგვარი პრაქტიკის შემუშვებაში აუცილებელია პარტნიორის მხარდაჭერა და თანადგომა. ცნობილი ფსიქოლოგი ჰაველის ელისი წერს: „გახანგრძლივებული სექსი (რომლის დროსაც სქესობრივი აქტი გრძელდება ძალიან დიდხანს და, შესაძლოა, ქალმა ამ დროის პერიოდში ორგაზმი განიცადოს რამდენჯერმე, მაშინ როცა მამაკაცი წარმატებით იკავებს ეაკულაციას) მეტად დამაზიანებელია ქალისთვის, მაგრამ ამავე დროს ეს არის სქესობრივი აქტის ფორმა, რომლითაც იგი იღებს სიამოვნებისა და ტკბობის მაქსიმუმს“. ზემოთქმული ჰაველის მოსაზრება მხოლოდ იმით შეესაბამება სიმართლეს, რომ ქალი მართლაც იღებს სექსუალური სიამოვნების მაქსიმუმს, რაც შეეხება გახანგრძლივებული სექსის ზიანს ჯანმრთელობისთვის, სამედიცინო საფუძველს მოკლებულია.