რისი ეშინიათ მამაკაცებს იმპოტენციაზე მეტად

ბრიტანელმა ფსიქოლოგებმა და მეცნიერებმა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მამაკაცები გამოკითხეს და დაინტერესდნენ, რისი ეშინია ყველაზე მეტად ძლიერ სქესს.

აღმოჩნდა, რომ ძლიერი სქესს პოტენციის დაკარგვაზე მეტად, თმის დაკარგვა აშინებს და შიშით უყურებს მომავალს, როცა შეიძლება გამელოტდეს.

გამოკითხვაში 2000-ზე მეტი მამაკაცი მონაწილეობდა. ყველაზე მეტ პროცენტს სიმელოტის ეშინია და სარკის წინ თმის სისქეს კვირაში ორჯერ მაინც საფუძვლიანად ამოწმებს. ამასთან, თმის შემდეგ მამაკაცებს ყველაზე მეტად კბილების დაკარგვა, იმპოტენცია და წონაში მომატება აშინებთ.