თუთბერიძე: პრეზიდენტი კი არა დებილი შიხიაშვილი არ იკადრებს

„ძალიანაც კარგი. პრეზიდენტის რეზიდენცია ეკუთვნის საქართველოს პრეზიდენტს. P.S. 2 კაბინეტში აბა, პრეზიდენტი კი არა დებილი შიხიაშვილი არ იკადრებს ყოფნას“ – ასე შეაფასა თეა თუთბერიძემ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება სამუშაოდ პრეზიდენტის რეზიდენციაში გადასვლის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ავლაბრის რეზიდენციაში, მედიასთან შეხვედრისას, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „იმ მუშაობაში, რომელიც ადრე დავიწყეთ კანცელარიის ორ ოთახში, ცვლილებები შევიდა. ჩემი სურვილი იყო, რომ ამ შენობაში ყოფილიყო უნივერსიტეტი, თუმცა როგორც ვხედავთ, ეს პროექტი ჯერ ვერ დაიძრა, კანცელარიაში 2 ოთახის ფარგლებში მუშაობა კი ცოტა გაგვიჭირდა, ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტიოლება, მე აქ ვმუშაობ, რასაც ადასტურებს ჩემი დღევანდელი შეხვედრა მედიასთან“